суббота, 22 июня 2019 г.

თეატრალური წრე- "ნიღბები" ლიტერატურული სპექტაკლი "იავნანამ რა ჰქმნა"

🎭🎭🎭ჩვენი სკოლის ბაზაზე არსებულმა თეატრალურმა წრემ "ნიღბებმა",  წლის მუშაობა შეაჯამა და ლიტერატურული სპეტაკლი "იავნანამ რა პქმნა?"- წარმოადგინა...


























შეხვედრა საბავშვო სიმღერბის ავტორთან მაია ოთიაშვილთან

ჩვენი სკოლის ბაზაზე არსებულმა მუსიკალურმა წრემ "ჯადოსნური სამყარო",  წლის მუშაობა შეაჯამა და მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრებით დატვირთული ღონისძიება წარმოადგინა..ღონისძიებას ესწრებოდა მოწვეული სტუმარი ,საბავშვო სიმღერების ავტორი ქალბატონი მაია ოთიაშვილი












среда, 6 февраля 2019 г.

მუსიკალური წრე


 სსიპ ხაშურის მე-7 საჯარო სკოლა საჯარო სკოლა

წრის დასახელება-„ჯადოსნური სამყარო“

წრის ხელმძღვანელი-ნონა ტეფნაძე

მიზნობრივი ჯგუფი- I-IV კლასი

მეცადინეობის ხანგრძლივობა-კვირაში 1 აკადემიური საათი.

მეცადინეობის დღე-ოთხშაბათი
იზანი:
მეორე სემესტრის განმავლობაში I-IVკლასის მოსწავლეებისათვის წარმოვადგინო მუსიკალური კურსი
კურსის ფარგლებში:
1.მოსწავლეები მიიღებენ მუსიკის ირგვლივ ინფორმაციას
2.
იმუშავებენ ვოკალურ სავარჯიშოებზე
3. ჩაუტარდებათ სასცენო მეტყველების მეცადინეობები.
4.
მოსწავლეები გაეცნობიან ქართველი კომპოზიტორების მოკლე ბიოგრაფიებს
5. შეისწავლიან ქორეოგრაფიულ ელემენტებს (პლასტიკას)                                                                                                                     

წრის მუშაობის დროს განხორციელებული აქტივობები ხელს შეუწყობს
1. მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას
2. ხელოვნების პოპულარიზაციას
3.აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა ამპლუაში წარდგენის უნარების განვითარებას
4.მოსწავლეების კულტურულ მსმენელად ჩამოყალიბებას

კურსის მოკლე აღწერა:  მოსწავლეები შეისწავლიან მეტყველების სავარჯიშოებს, დაიმუშავებენ ხმას და შეძლებენ სიმღერას   მარტო და სხვებთან ერთად ფონოგრამების თანხლებით.
 გაიმართება დასკვნითი ღონისძიება,სადაც მოწვეული იქნება შესწავლილი სიმღერების ავტორი ,კომპოზიტორი მაია ოთიაშვილი, ღონისძიებაზე მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება გამოავლინონ საკუთარ შესაძლებლობი


საწრეო მუშაობა


ხაშურის სსიპ N 7 საჯარო სკოლა
თეატრალური წრე
წრის დასახელება: ნიღბები”

წრის ხელმძღვანელი, მუსიკის მასწავლებელი ნონა ტეფნაძე

იზანი:
მეორე სემესტრის განმავლობაში Vკლასის მოსწავლეებისათვის წარმოვადგინო თეატრალური კურსი
კურსის ფარგლებში:
1.მოსწავლეები მიიღებენ თეატრალური ხელოვნების ირგვლივ ინფორმაციას
2.
ჩაუტარდებათ სასცენო მეტყველების მეცადინეობები.
3.
შეისწავლიან მსახიობის ოსტატობას                                                                                                                                                       4. ქორეოგრაფიულ ელემენტებს (პლასტიკას)                                                                                                                      5..მოსწავლეები საკუთარი სურვილით შეარჩევენ ნაწარმოებს და მოახდენენ მის ინსცენირებას
წრის მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ ხუთშაბათს
 რეკომენდირებული აქტივობები:
1.პიესის შერჩევა
2.პიესის წაკითხვა,როლების განაწილება
3.სამაგიდო რეპეტიციები
4.სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე მუშაობა
5.სპექტაკლის გმირების სასცენო კოსტუმების შექმნა
6.რეპეტიციები
7.აუდიტორიის წინაშე სპექტაკლის ჩვენება
 წრის მუშაობის დროს განხორციელებული აქტივობები ხელს შეუწყობს
1. მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას
2. ხელოვნების პოპულარიზაციას
3.აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა ამპლუაში წარდგენის უნარების განვითარებას
4.მოსწავლეების კულტურულ მსმენელად ჩამოყალიბებას
.
რესურსები:
ლიტერატურა- მოსწავლეთა სურვილით შერჩეული პიესა
გამოყენებული იქნება:მაგნიტოფონი,,აუდიო დისკი მუსიკალური გაფორმებისათვის

საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა : 60 წუთი.კვირაში ერთი დღე.(ოთხშაბათი)