1.პროექტის სახელწოდება-რა არის მუსიკა
2.პროექტის
მთავარი იდეა-მუსიკის
მოსმენის, საკუთარი
აზრის გადმოცემის,
ახალი ტერმინების სწორად გააზრება-გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
3.პროექტის
აქტუალობა-ბავშვები სწავლობენ და ეცნობიან მუსიკის სხვადასხვა ჟანრს და ეცნობიან
მუსიკის როლს ადამიანის ცხოვრებაში.
4.პროექტის
მიზნები-შემოქმედებით პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა. მუსიკალური მასალის
ყოველდღიურობასთან დაკავშირება,ხელოვნების დარგების ურთიერთდაკავშირება.
5. კლასი- III კლასი.
6.ვადები/ ხანგრძლივობა-5
დღე
7.მოსალოდნელი
შედეგები-მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მუსიკის წარმოშობის შესახებ. ჩაატარებენ
კლასის ზეიმს,
8 პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები-აუდიო მაგნიტოფონი,აუდიო დისკი.
9.პროექტის
მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)-
აქტივობა 1.
მოსწავლეები დაიყოფა ორ ჯგუფად. მასწავლებელი მათ ასმენინებს
მუსიკალურ ნაწარმოებს და პირველ ჯგუფს აძლევს დავალებას: ამოიცნონ რომელი ჟანრის მუსიკას
მიეკუთვნება ეს ნაწარმოები, მეორე ჯგუფის დავალებაა: მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოები
მოსწავლეებმა დააკავშირონ ყოველდღიურობასთან, გაიამრთება დისკუსია.
აქტივობა 2.
·
„რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოები:’’- მარტივი რიტმების გამეორება ტაშით, კაკუნით, ერთ
ტონზე სიმღერით.
·
„სიმღერის
შესწავლა“-მარტო და სხვებთან ერთად სიმღერა (ფონოგრამის თანხლებით);
აქტივობა 3.
მოსწავლეები paint პროგრამაში დახატავენ ნოტების სახლს,ვიოლინოს გასაღებს , ნოტებს და
მოაწყობენ გამოფენას.
10.ეროვნულ-სასწავლო
გეგმასთან კავშირი:
მუს
III.1
მოსწავლეებს შეუძლიათ
მუსიკალური
ენის ნასწავლი ელემენტების ამოცნობა და მათი გამოყენება რიტმულ-ინტონაციურ სავარჯიშოებში.
მუსIII.5
მოსწავლეები ორგანიზებას უწევენ საკუთარ სასწავლო საქმიანობას.
მუს
III.7,უსმენენ და
გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას
მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების მიმართ.
11.პროექტის
ხელმძღვანელი-ნონა ტეფნაძე
12.ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: tepnadzenona@gmail.com
13.პროექტის
ვებ.გვერდი/ბლოგი-tepnadzenona.blogspot.com