воскресенье, 4 августа 2013 г.

პროექტის გეგმა -რა არის მუსიკა

1.პროექტის  სახელწოდება-რა არის მუსიკა
2.პროექტის მთავარი  იდეა-მუსიკის მოსმენის, საკუთარი აზრის გადმოცემის, ახალი ტერმინების სწორად გააზრება-გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
3.პროექტის აქტუალობა-ბავშვები სწავლობენ და ეცნობიან მუსიკის სხვადასხვა ჟანრს და ეცნობიან მუსიკის როლს ადამიანის ცხოვრებაში.
4.პროექტის მიზნები-შემოქმედებით პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა. მუსიკალური მასალის ყოველდღიურობასთან დაკავშირება,ხელოვნების დარგების ურთიერთდაკავშირება.
5. კლასი- III კლასი.
6.ვადები/ ხანგრძლივობა-5 დღე
7.მოსალოდნელი შედეგები-მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მუსიკის წარმოშობის შესახებ. ჩაატარებენ კლასის ზეიმს,
8 პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები-აუდიო მაგნიტოფონი,აუდიო დისკი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)-
აქტივობა 1.
მოსწავლეები დაიყოფა ორ ჯგუფად. მასწავლებელი მათ ასმენინებს მუსიკალურ ნაწარმოებს და პირველ ჯგუფს აძლევს დავალებას: ამოიცნონ რომელი ჟანრის მუსიკას მიეკუთვნება ეს ნაწარმოები, მეორე ჯგუფის დავალებაა: მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოები მოსწავლეებმა დააკავშირონ ყოველდღიურობასთან, გაიამრთება დისკუსია.
აქტივობა 2.
·         „რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოები:’’-  მარტივი რიტმების გამეორება ტაშით, კაკუნით, ერთ ტონზე სიმღერით.  
·         „სიმღერის შესწავლა“-მარტო და სხვებთან ერთად სიმღერა (ფონოგრამის თანხლებით);
აქტივობა 3.
მოსწავლეები paint პროგრამაში დახატავენ ნოტების სახლს,ვიოლინოს გასაღებს , ნოტებს და მოაწყობენ გამოფენას.
10.ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მუს III.1 მოსწავლეებს  შეუძლიათ  მუსიკალური ენის ნასწავლ ელემენტებს ამოცნობ და მათი გამოყენებ რიტმულ-ინტონაციურ სავარჯიშოებში.
მუსIII.5 მოსწავლეები ორგანიზებას უწევენ საკუთარ სასწავლო საქმიანობას.
მუს III.7,უსმენენ და  გამოხატავენ საკუთარ  დამოკიდებულებას მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების მიმართ.
11.პროექტის ხელმძღვანელი-ნონა ტეფნაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tepnadzenona@gmail.com
13.პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი-tepnadzenona.blogspot.com



  




Комментариев нет:

Отправить комментарий