пятница, 30 мая 2014 г.

დღე მეექვსე

ისეთი ენერგიული ტრენერია ჩვენი ნათია  და ისე საინტერესოდ გადმოგვცემს მასალას გამორიცხულია ფიქრი ცოტა ხნით მაინც გაგექცეს სხვაგან......
ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე
ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება word-ში,Exsel-ში,PowerPoint-ში
პროექტის გეგმაში შევავსეთ საბაზისო უნარ-ჩვევების ნაწილი
გავაკეთეთ მოსწავლეთა ნამუშევრების რუბრიკა
დავიწყეთ პროექტის გეგმაში აქტივობების შეტანა
დასასრულისკენ მიდის ჩვენი ტრენინგ-კურსი.ძალიან დამწყდება გულიიიიიიიიი

среда, 28 мая 2014 г.

დღე მეხუთე



თანდათან აქტიურ ფაზაში გადადის ჩვენი ტრენინგი. ნათიას ემოციურად გადმოცემული მასალა როგორც ყოველთვის დღესაც ძალიან საინტერესო იყო
1)ვიმუშავეთ შეფასების ფორმებზე
2)აღვწერეთ პროექტში დაგეგმილი აქტივობების მიზნები
3) ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვით მუშაობა
4) ვიუერში ვნახეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი
5) ინტერნეტში მოვიძიეთ მასალა და გადავიტანეთ URL-ზე
6)ყველაფერი ეს შევინახეთ D დისკზე

მომავლის კლასი



вторник, 13 мая 2014 г.

დღე მეოთხე

როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო და დატვირთული დღე იყო. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე,რომლებიც გადავიტანეთ პროექტის გეგმაში. ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე,გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია Power Point-ში. მადლობა ჩვენს ნათიას საინტერესო დღისთვის

четверг, 8 мая 2014 г.

დღე მესამე

ტრენინგის მესამე დღე ძალიან საინტერესო და  დატვრთული იყო სიახლეებით. პირადად მე ძალიან ვიხალისე როდესაც  გავეცანი კოლაბორაციას და ვითანამშრომლე ჩემს კოლეგებთან..ვიმუშავეთ აგრეთვე პროექტის გეგმის შევსებაზე.ამოვიღეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან  საგნის სტანდარტები და ინდიკატორები ..ვიმუშავეთ ბლუმის განახლებულ ტაქსონომიაზე,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.გავეცანით მიმართულების მიმცემ  ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.ვისწავლეთ დოკუმენტის ატვირთვა,გარდაქმნა და გაზიარება გუგლდოკებში.
უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ნათიას.არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ შემოგევლე

среда, 7 мая 2014 г.

დღე პირველი

1)ვნახეთ ვიდეო ფაილი ინტელის სასწავლო კურსის შესსახებ
2)გავეცანით ვიუერის სახელმძღვანელოს
3) გავეცანით 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს
4)გავეცანით რას წარმოადგენს  ჩეკლისტი
5)ბლოგზე შევცვალეთ სახელწოდება და დიზაინი
6) გავაკეთეთ პირველი დღის რეფლექსია

среда, 30 апреля 2014 г.

დღე მეორე

1) ვიმუშავეთ ვორდში
2) ვიმუშავეთ ვიუერში
3) გავეცანით ბროშურების შაბლონებს
4) გავაკეთეთ  ბროშურა მშობლებისათვის
5) შევინახეთ ბროშურა საქაღალდეში
6) ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება



воскресенье, 4 августа 2013 г.

პროექტის გეგმა -რა არის მუსიკა

1.პროექტის  სახელწოდება-რა არის მუსიკა
2.პროექტის მთავარი  იდეა-მუსიკის მოსმენის, საკუთარი აზრის გადმოცემის, ახალი ტერმინების სწორად გააზრება-გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
3.პროექტის აქტუალობა-ბავშვები სწავლობენ და ეცნობიან მუსიკის სხვადასხვა ჟანრს და ეცნობიან მუსიკის როლს ადამიანის ცხოვრებაში.
4.პროექტის მიზნები-შემოქმედებით პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა. მუსიკალური მასალის ყოველდღიურობასთან დაკავშირება,ხელოვნების დარგების ურთიერთდაკავშირება.
5. კლასი- III კლასი.
6.ვადები/ ხანგრძლივობა-5 დღე
7.მოსალოდნელი შედეგები-მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მუსიკის წარმოშობის შესახებ. ჩაატარებენ კლასის ზეიმს,
8 პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები-აუდიო მაგნიტოფონი,აუდიო დისკი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)-
აქტივობა 1.
მოსწავლეები დაიყოფა ორ ჯგუფად. მასწავლებელი მათ ასმენინებს მუსიკალურ ნაწარმოებს და პირველ ჯგუფს აძლევს დავალებას: ამოიცნონ რომელი ჟანრის მუსიკას მიეკუთვნება ეს ნაწარმოები, მეორე ჯგუფის დავალებაა: მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოები მოსწავლეებმა დააკავშირონ ყოველდღიურობასთან, გაიამრთება დისკუსია.
აქტივობა 2.
·         „რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოები:’’-  მარტივი რიტმების გამეორება ტაშით, კაკუნით, ერთ ტონზე სიმღერით.  
·         „სიმღერის შესწავლა“-მარტო და სხვებთან ერთად სიმღერა (ფონოგრამის თანხლებით);
აქტივობა 3.
მოსწავლეები paint პროგრამაში დახატავენ ნოტების სახლს,ვიოლინოს გასაღებს , ნოტებს და მოაწყობენ გამოფენას.
10.ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მუს III.1 მოსწავლეებს  შეუძლიათ  მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების ამოცნობა და მათი გამოყენება რიტმულ-ინტონაციურ სავარჯიშოებში.
მუსIII.5 მოსწავლეები ორგანიზებას უწევენ საკუთარ სასწავლო საქმიანობას.
მუს III.7,უსმენენ და  გამოხატავენ საკუთარ  დამოკიდებულებას მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების მიმართ.
11.პროექტის ხელმძღვანელი-ნონა ტეფნაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tepnadzenona@gmail.com
13.პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი-tepnadzenona.blogspot.com